ბრიტანელმა ექსპერტებმა უსაინ ბოლტის სიჩქარე გამოითვალეს

AutoSharing Option
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოითვალეს სიჩქარე, რომელიც იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა 100 მეტრზე ფინალური გარბენის დროს განავითარა.

როგორც გამოთვლებმა აჩვენა, მსოფლიოს რეკორდსმენმა ადამიანისთვის უჩვეულო სიჩქარე დააფიქსირა - საათში 37,38 კილომეტრი. შეგახსენებთ, რომ ბოლტის დრო იყო 9,63 წამი, რაც ახალი ოლიმპიური რეკორდი გახლავთ.

* * *
ვინც 100 მეტრზე ფინალს უყურა, ალბათ შეამჩნევდა, რომ უშუალოდ სტარტის წინ ტრიბუნიდან ვიღაცამ წყლის ბოთლი ისროლა. ბრიტანეთის პოლიციამ ოპერატიულად იმოქმედა და დააკავა მამაკაცი, ვინც კინაღამ ჩაშალა ოლიმპიადის ყველაზე პრესტიჟული სტარტი.

როგორც პოლიცია აცხადებს, ხულიგანი ჯერ ილანძღებოდა, შემდეგ
კი მორბენლების მიმართულებით ბოთლი ისროლა. დაკავებულმა ლონდონის პოლიციაში ამოჰყო თავი და ახლა მას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ბრალს წაუყენებენ.

* * *
ამასობაში სოციალური ქსელით გავრცელდა ფოტო იმის შესახებ, თუ როგორ ზეიმობდა უსაინ ბოლტი ოლიმპიურ სოფელში ლონდონური დროით ღამის სამ საათზე. ის სამი გოგონას გარემოცვაშია, რომელთა ვინაობაც ჟურნალისტებმა ვერ დაადგინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლონდონში ღამის 3 საათი როა ეტყობა მაინც დღეა გარეთ ხო? :)))
vakho
13:45 07-08-2012
0

სიახლეები პოპულარული