ძმების დუბლი ბრიტანეთს

AutoSharing Option
ორი მედალი აიღო ბრიტანეთმა ტრიატლონში, ორივე ძმების - ალისტერ და ჯონი ბრაუნლების მონაგარია.

ოლიმპიური ტრიატლონი მოიცავს კილომეტრნახევრიან ცურვას, 40-კილომეტრიან ველორბოლასა და 10-კილომეტრიან კროსს.

ძმები თავიდანვე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და ფინიშზე სწორედ მათ ბრძოლას ელოდნენ ოქროს მედლისთვის. მართლაც, ბოლო ეტაპის - სირბილის წინ ძმები ლიდერები იყვნენ, თუმცა მათ ბრძოლაში ჩარევა გადაწყვიტა ესპანელმა ხავიერ გომესმა, რაც სულაც არ იყო გასაკვირი, რადგან პირინეელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.

რაც შეეხება ოქროს კიდევ ერთ პრეტენდენტს - კანადელ საიმონ უაიტფილდს, ის ჯერ კიდევ ცურვის დროს ჩამოშორდა ბრძოლას. არადა,
კანადელი 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადის გამარჯვებული და პეკინის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანია.

დაწინაურებულმა სამეულმა დაახლოებით სამი კილომეტრი ერთად ირბინა, შემდეგ კი დაიშალა. ლიდერი გახდა ალისტერ ბრაუნლი. მას დაახლოებით ათი წამით ჩამორჩებოდა გომესი. კიდევ უფრო უკან იყო ჯონი ბრაუნლი. ეს უკანასკნელი ოქროსთვის ბრძოლას საბოლოოდ მაშინ გამოეთიშა, როცა 15-წამიანი ჯარიმა მიიღო.

რაც შეეხება ალისტერს, მან ფინიშამდე შეინარჩუნა კომფორტული ჰანდიკაპი და გომესს დაწევის შანსი არ მისცა. ძმებმა ბრაუნლებმა ოქრო და ბრინჯაო მოიგეს, გომესი კი ვერცხლითაც კმაყოფილი იყო.

კაცები
1. ალისტერ ბრაუნლი (ბრიტ) 1:46:25
2. ხავიერ გომესი (ესპ) +0:11
3. ჯონათან ბრაუნლი (ბრიტ) +0:31
4. დავიდ ჰაუსი (საფ) +0:49
5. ლორან ვიდალი (საფ) +0:56
6. იან ფროდენო (გერ) +1:01

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული