გერმანელ ძალოსანს ოლიმპიადაზე 200-კგ-იანი შტანგა დაეცა [+VIDEO]

AutoSharing Option
29 წლის გერმანელ მძიმეწონოსან ძალოსანს, მათიას შტაინერს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლისას, აკვრის დროს, 196-კილოგრამიანი შტანგა დაეცა (იხილეთ ვიდეო).

2008 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი სპორტსმენი გამოსაკვლევად საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს გამართულ შეჯიბრებაში მძიმეწონოსან მძლეოსნებს შორის ქართველი სპორტსმენი ირაკლი თურმანიძეც გამოდიოდა.

ქართველმა სპორტსმენმა მე-5 პოზიცია დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული