ასაფა პაუელი ესტაფეტას არ გაირბენს

AutoSharing Option
ერთ-ერთი წამყვანი იამაიკელი სპრინტერი ასაფა პაუელი ვერ მოასწრებს 100 მეტრზე გარბენის დროს მიღებული ტრავმის მოშუშებას. ამიტომაც მონაწილეობას ვერ მიიღებს 4x100 მეტრზე ესტაფეტაში, რომელიც შაბათს, 11 აგვისტოს გაიმართება.

როგორც BBS Sport წერს, პეკინის ოლიმპიადის ესტაფეტაში გამარჯვებულს გამოჯანმრთელებისთვის სამი კვირა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 100 მეტრზე ფინალური გარბენი პაუელის თანამემამულემ, უსაინ ბოლტმა ოლიმპიური რეკორდით მოიგო - 9,63 წამი. მეორე ადგილზე აღმოჩნდა იამაიკის კიდევ ერთი წარმომადგენელი იოჰან ბლეიკი. რაც შეეხება ასაფა პაუელს, ის ბოლო მივიდა ფინიშთან 11,99 წამის შემდეგ.

სავარაუდოდ, იამაიკის ნაკრების ოთხეული ესტაფეტაზე
ასეთი იქნება: უსაინ ბოლტი, იოჰან ბლეიკი, ნესტა კარტერი და მაიკლ ფრეიტერი.

2008 წელს იამაიკის ნაკრებმა 4x100 მეტრზე ესტაფეტა მსოფლიოს რეკორდით მოიგო - 37,1 წამი. მაშინ გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ნესტა კარტერი, მაიკლ ფრეიტერი, უსაინ ბოლტი და ასაფა პაუელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული