გუშინ ამ დისციპლინაში საკვალიფიკაციო გარბენები გაიმართა. სამხრეთ აფრიკის გუნდმა დისკვალიფიკაცია მიიღო იმის გამო, რომ ოფენტსე მოგავენე დისტანციას ჩამოშორდა. გარბენის დროს მოგავენე კენიელ მორბენალს შეეჯახა, ტრავმა მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო. პისტორიუსს სწორედ მოგავენეს შემდეგ უნდა ჩაებარებინა ესტაფეტა.
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა პროტესტი შეიტანა. გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეჯახებაში კენიელი ათლეტი იყო დამნაშავე.
ორგანიზატორებმა აპელაცია დააკმაყოფილეს და სამხრეთ აფრიკა ფინალში დაუშვეს. ამასთან, ეს გუნდი ფინალური გარბენის მეცხრე მონაწილე გახდება.
პისტორიუსი იქნება პირველი სპორტსმენი ამპუტირებული კიდურებით, რომელიც ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებს. 400 მეტრზე სამხრეთაფრიკელმა ნახევარფინალში ვერ გააღწია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"