მეცნიერი ისინბაევა

AutoSharing Option


ჭოკით ხტომაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ელენა ისინბაევა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. მსოფლიოს რეკორდსმენმა დაიცვა დისერტაცია თემაზე - "თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ევოლუციის კონცეპტუალური მოდელი".
ისინბაევამ განაცხადა, რომ დიდი ხანია სწავლობს ოლიმპიური მოძრაობის განვითარების ისტორიას. თავის დისერტაციაში "ბოლო შტრიხები" მან ცოტა ხნის წინ შეიტანა - სინგაპურში გამართული იუნორთა ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ. სპორტსმენმა აღიარა, რომ დისერტაციის დაცვისას იმაზე ნაკლებად არ ღელავდა, ვიდრე დიდი ტურნირების დროს.

დღეისთვის ისინბაევა მონაწილეობას არ იღებს საერთაშორისო შეჯიბრებებში. 2010 წლის სეზონის პირველ ნახევარში წარუმატებელი გამოსვლის გამო (რუსმა კატარში დარბაზებისთვის

მსოფლიოს ჩემპიონატი წააგო), მძლეოსანმა კარიერაში პაუზის აღება გადაწყვიტა. დიდ სპორტში დაბრუნება 2011 წლის თებერვალშია ნავარაუდები.

 
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული