სხვადასხვა მხარის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი არ მონაწილეობდა. სიმაღლეზე მხტომელი ზურაბ გოგოჭური, რომელმაც ერთი კვირის წინათ ბელორუსის ზამთრის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა, ისევ მოგილიოვშია და იქ განაგრძობს ევროპის ზამთრის ჩემპიონატისთვის მზადებას.
3 თებერვალს ჩვენებური მოგილიოვის საერთაშორისო ტურნირზე 216 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო და ამჯერადაც ვერცხლის მედალი ერგო.
ასევე მეორე იყო 60 მეტრზე თარჯრბენში (8.16) საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირზე დავით ილარიანი. მისი შეგირდი - სიგრძეზე მხტომელი ბოლესლავ
საქართველოს ჩემპიონატში არ გამოსულა სამმხტომელი ლაშა ღულელაურიც. 18 თებერვალს იგი ბაქოში გაემგზავრება და ევროპის ზამთრის ჩემპიონატისთვის იქ მოემზადება.
- აზერბაიჯანის დედაქალაქში ღულელაურთან ერთად ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან მაიკო გოგოლაძე, დენის ჟვანია და გიორგი აზარაშვილი, რომლებიც იქაურ ღია ჩემპიონატშიც მიიღებენ მონაწილეობას, - გვითხრა მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბერიშვილმა. - გოგოლაძეს ჯერ კიდევ აწუხებს ტრავმა. ამიტომ სიგრძეზე ხტომას მოერიდა და რბენებში მოსინჯა ძალები.
60 მეტრზე თარჯებითა და 200 მეტრზე რბენაში პირველი იყო. მეეჭვება, რომ ევროპის ზამთრის ჩემპიონატისთვის სპორტული ფორმის აღდგენა მოასწროს. ამიტომ ბაქოში უფრო სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის მოემზადება.
* * *
ეროვნულ ჩემპიონატში სიურპრიზი შემოგვთავაზა 19 წლის სპრინტერმა ბაჩანა ხორავამ: მან ჯერ 60 მეტრზე რბენა მოიგო, მერე მისთვის უჩვეულო სიგრძეზე ხტომაშიც აჯობა ყველას, თანაც დებიუტისთვის არცთუ ურიგო შედეგით - 715 სანტიმეტრით.
წლეულს უტრეხტი (ჰოლანდია) ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. მძლეოსანთა ნაკრების ძირითადი ბირთვი ამ შეჯიბრებისთვის კარგა ხანია, ემზადება. ბოლო დროს გამოჩნდა იმედისმომცემი ქუთაისელი სამმხტომელი, 1998 წელს დაბადებული გოგა მაღლაკელიძე.
სპეციალისტების აზრით, მას უტრეხტში საპრიზო ადგილებზე გასვლისა და ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. სამხტომში მსოფლიოს პირველობის სალიცენზიო ნორმატივია 14,50 მეტრი, გოგას საუკეთესო შედეგი ამ მაჩვენებელს მხოლოდ 15 სანტიმეტრით ჩამორჩება. ფესტივალამდე კი ხუთი თვეა დარჩენილი.
საქართველოს ზამთრის ჩემპიონატში 15 წლამდე სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ. თუმცა გამონაკლისი ჭოკით მხტომელებისთვის დაუშვეს.
მეოთხედი საუკუნეა, ეს მძლეოსნური დისციპლინა ჩვენთან დავიწყებას მიეცა. ახლა იწყებენ აღორძინებას.
ჯგუფში რვა ბიჭი და ორი გოგო მეცადინეობს. ამჯერად სარბიელზე 12 წლის მიხეილ ცანავა და მისი თანატოლი ლაშა ქარქუსაშვილი გამოვიდნენ. მართალია, მოკრძალებული შედეგი აჩვენეს - 240 და 210 სანტიმეტრი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და 2015 წლის თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის, ვფიქრობთ, წარმატებებით გაგვახარებენ...
დიდუბის მანეჟში მეორე ჯგუფის გუნდური შეჯიბრება ოზურგეთელებმა მოიგეს.
- უკეთესი მაჩვენებლები გვექნებოდა, რეგიონში "სპორტის დედოფლის" წარმომადგენლებს სავარჯიშოდ ელემენტარული პირობები მაინც რომ გვქონდეს, - გვითხრა გურიის მხარის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარინე კოტრიკაძემ. - ჩვენი აღზრდილია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ნიკა კარტავცევი, რომელსაც მსოფლიოს და ევროპის პირველობებშიც უასპარეზია.
ოზურგეთში პირობები რომ არ გვქონდა, სავარჯიშოდ თბილისში გადმოვიყვანეთ. ახლა "თბილისი-2015"-ის პროგრამაშია ჩართული 1999 წელს დაბადებული ოზურგეთელი ელენე ტოლსტოვა, რომელსაც, როგორც პერსპექტიულ სპორტსმენს, მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ სტიპენდია დაუნიშნა.
ეს სხვებისთვის სტიმული გახდა და მომეცადინეთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ სად ვავარჯიშოთ ისინი? კიდევ კარგი, რომ შეთავსებით ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრში ინსტრუქტორად ვმუშაობ.
ამ ორგანიზაციის მესვეურები დამიდგნენ გვერდით და რამდენიმე წარმატებულ მძლეოსანს ტრენაჟორების დარბაზში უფასოდ ვარჯიშის უფლება დართეს.
ამიტომაც ბოლო დროს აქცენტი უფრო ტყორცნებზე გადავიტანეთ, სადაც ყოველთვის გვქონდა წარმატებები. ახლაც ბირთვის კვრაში სოფიო შათირიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ადგილობრივი თვითმმართველობა ოდნავ მაინც რომ გადმოგვხედავდეს მოწყალე თვალით და მინიმალურ სავარჯიშო პირობებს შეგვიქმნიდეს, შედეგებს საგრძნობლად გავაუმჯობესებდით...
* * *
ჩვენთან საუბარში სავარჯიშო პირობების უქონლობაზე დაიჩივლა სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა რევაზ ბუკიამ. არადა, ამ ბოლო დროს ზუგდიდში საკმაოდ გამოჩნდნენ იმედისმომცემი ახალგაზრდა სპორტსმენები.
კვარცხლბეკი
ქალები. 60 მ. 1. სოფო ჩალაშვილი (თბილისი, 8,04), 2. სალომე ჩირაძე (ქუთაისი, 8,25), 3. დეა საზუაშვილი (თბილისი, 8,28).
60 მ/თარჯრბენი. 1. მაიკო გოგოლაძე (თბილისი, 9,29), 2. მარი ძაგნიძე (ვანი, 9,98), 3. დეა საზუაშვილი (თბილისი, 10,16).
200 მ. 1. მაიკო გოგოლაძე (თბილისი, 26,75), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 27,55), 3. სალომე ფოცხვერაშვილი (ბორჯომი, 28,88).
400 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 1.00,96), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 1.02,06), 3. მარი მარტინენკო (ახალციხე, 1.02,93).
800 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 2.19,93), 2. სალომე კოპალეიშვილი (ვანი, 2.42,43), 3. სალომე ჩაბაკაური (თბილისი, 2.45,99).
1500 მ. 1. ნუემ პაპიკიანი (5.30,72). 2. მარინა სირაკანიანი (ორივე - ახალციხე, 5.31,82), 3. მარი ჭეიძე (თბილისი, 6.00,61).
3000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 10.58,60), 2. ნუემ პაპიკიანი (12.10,99), 3. მარინე სირაკანიანი (ორივე - ახალციხე, 12.14,80).
5000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 18.51,24), 2. ნინო კივილაძე (თბილისი, 25.05,31).
სიმაღლეზე ხტომა. 1. ნინო კობალაძე (თბილისი, 145).
სიგრძეზე ხტომა. 1. თათია პაიკიძე (530), 2. მარი ძაგნიძე (ორივე - ვანი, 511), 3. ნესტან დათუნაშვილი (თბილისი, 485).
სამხტომი. 1. თათია პაიკიძე (ვანი, 11,92), 2. ნესტან დათუნაშვილი (თბილისი, 10,85), 3. ნანი სირაძე (ქუთაისი, 10,43).
შუბი. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 29,90), 2. ია რეხვიაშვილი (25,65), 3. ვერონიკა გალუზინსკაია (ორივე - თბილისი, 23,05).
ბადრო. 1. სალომე რიგიშვილი (48,74), 2. ნათელა უშიკიშვილი (ორივე - თიანეთი, 33,79), 3. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 22,02).
ბირთვი. 1. სალომე რიგიშვილი (თიანეთი, 14,10), 2. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 10,24), 3. სოფო შათირიშვილი (ოზურგეთი, 10,06).
ესტაფეტა. 4X200. 1. თბილისი-I (1.54,34), 2. თბილისი-II (1.58,01), 3. ახალციხე (2.00,59).
ვაჟები. 60 მ. 1. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი-ჩხოროწყუ, 7,00), 2. ირაკლი აშორდია (ზუგდიდი, 7,17), 3. ლუდვიგ ზილბერშტეინი (ახალციხე, 7,18).
60 მ/თარჯრბენი. 1. ლევან ფიფია (ზუგდიდი, 9,40), 2. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 9,42).
200 მ. 1. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 22,42), 2. დენის ჟვანია (ზუგდიდი, 22,59), 3. ლუდვიგ ზილბერშტეინი (ახალციხე, 23,17).
400 მ. 1. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 49,86), 2. სოსო მარუქაშვილი (თბილისი, 50,26), 3. ლუდვიგ ზილბერშტეინი (ახალციხე, 50,98).
800 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 1.55,08), 2. ნიკა კარტავცევი (ოზურგეთი, 2.00,85), 3. თენგიზ ღვინჯილია (ზუგდიდი, 2.04,60).
1500 მ. 1. თენგიზ ღვინჯილია (ზუგდიდი, 4.04,16), 2. დავით ხარაზიშვილი (თბილისი, 4.11,81), 3. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 4.23,46).
3000 მ. 1. დავით ხარაზიშვილი (თბილისი, 9.20,07), 2. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9.21,00), 3. გელა ტაბატაძე (ახალციხე, 10.07,06).
5000 მ. 1. გიგლა ზილბერშტეინი (ახალციხე, 15.49,17), 2. გიორგი გოჩალეიშვილი (ქუთაისი, 19.05,02), 3. გიორგი ბაციკაძე (გარდაბანი, 20.32,93).
სიმაღლეზე ხტომა. 1. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 165), 2. სანდრო ჟამერაშვილი (160), 3. ირაკლი კენჭუაშვილი (ორივე - თბილისი, 160).
სიგრძეზე ხტომა. 1. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი-ჩხოროწყუ, 715), 2. გიორგი გურეშიძე (მარტვილი, 713), 3. თემურ ცირამუა (ზუგდიდი, 686).
სამხტომი. 1. გოგა მაღლაკელიძე (14,14), 2. ირაკლი ხაჭაპურიძე (ორივე - ქუთაისი, 13,57).
შუბი. 1. როსტომ ჭინჭარაული (დუშეთი, 67,60), 2. დავით ნოზაძე (ბორჯომი, 41,10), 3. გიორგი კოსტავა (ხობი, 34,27).
ბადრო. 1. კობა ტატულაშვილი (სიღნაღი, 37,30), 2. თემურ აბულაშვილი (თბილისი, 34,55), 3. ზაზა გიგაია (მარტვილი, 33,08).
ბირთვი. 1. ზაზა გიგაია (მარტვილი, 11,62), 2. კობა ტატულაშვილი (სიღნაღი, 10,91), 3. კახა მორგოშია (ზუგდიდი, 9,96).
ესტაფეტა. 4X200. 1. ზუგდიდი (1.32,09), 2. ახალციხე (1.34,32), 3. თბილისი (1.36,06).
საერთო გუნდური. I ჯგუფი. 1. ახალციხე (364 ქულა), 2. თბილისი (352), 3. ქუთაისი (286).
II ჯგუფი. 1. ოზურგეთი (77), 2. ბორჯომი (64), 3. მარტვილი (43).
მომდევნო უქმეებზე დიდუბის მანეჟში ახალგაზრდები მოსინჯავენ ძალებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"