სკანდალი: ოსკარ პისტორიუსის დამკავებელი გამომძიებელი თავად ყოფილა დასაჭერი

AutoSharing Option
გამომძიებელ ჰილტონ ბოთას, რომელიც პარალიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონის, ოსკარ პისტორიუსის საქმეს იძიებს, მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს ბრალი, - ამის შესახებ იტყობინება სააგენტო "ფრანს-პრესი".

გაგრძელდა სასამართლო პროცესი პისტორიუსის საქმეზე, რომელიც თავისი შეყვარებულის, რივა სტინკამპის მკვლელობაშია ბრალდებული. სხდომის წინ ცნობილი გახდა, რომ თავად ბოთას წინააღმდეგ არის წამოყენებული ბრალდება. არადა, გამომძიებელს სასამართლოზე ჩვენება უნდა მიეცა.

2009 წელს ბოთამ და კიდევ ორმა პოლიციელმა ტაქსის ცეცხლი გაუხსნეს, რომელშიც იმ მომენტში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. სწორედ მაშინ გამომძიებლის წინააღმდეგ აღიძრა საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით, მაგრამ მალე ეს საქმე
დაიხურა.

ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა გამომძიებელი პისტორიუსის საქმეზე მუშაობას. ცნობილია, რომ ის არის პირველი ადამიანი, რომელიც ყველაზე ადრე მივიდა სპორტსმენის სახლში მკვლელობის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტრაგედიის ექო: თურმე პისტორიუსი ადრეც ისროდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული