გარბენი ოთხ ბილიკზე შედგა და ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი 150 მეტრზე შეეჯიბრა სამ მორბენალს – დანიელ ბეილის (ანტიგუა და ბარბუდა), ალექს კინიონესსა (ეკვადორი) და ბრუნო ლინს დე ბარუშს (ბრაზილია). ბოლტმა დიდი უპირატესობით მოიგო ეს გარბენი და 14,42 წამი დააფიქსირა.
ეს დრო 7 მეასედი წამით უარესია მსოფლიოს რეკორდზე, რომელიც უსაინს ეკუთვნის და ის 2009 წელს მანჩესტერში დამყარდა.
ბოლტმა გამარჯვება ცეკვით აღნიშნა და განაცხადა, რომ ახალი სეზონი მაჟორულ ნოტზე დაიწყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტმა წლის პირველი სტარტი წააგო