მორბენალი 2012 წლის აპრილში ავტოკონცერნ "ნისანის" სახე გახდა. ამ დღეებში, აღნიშნული თანამშრომლობის რანგში, იაპონელებმა ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონს პერსონალური ავტომობილი გადასცეს, რომელიც ოქროსფრად არის შეღებილი, ხოლო სანომრე ნიშანზე MR BOLT აწერია.
* * *
ეს ყველაფერი იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში მოხდა. სწორედ აქ ჰქონდა ბოლტს 2013 წლის სეზონში პირველი სტარტი. უსაინმა 100 მეტრი გაირბინა და თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ძალიან ცუდად იასპარეზა. ჯერ ერთი, ფოტოფინიში გახდა საჭირო
გამარჯვებულის გამოსავლენად და
ბოლტის დრო იყო 10.09 წამი. არადა, წინა კვირას, იმავე კინგსტონში ამერიკელმა ტაისონ გაიმ 9.86 წამში გაირბინა "მოკლე" სპრინტი.
აღსანიშნავია, რომ ბოლტმა 2007 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო 100 მეტრის 10 წამზე ნაკლებ დროში გარბენა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტი - კოპაკაბანას მეფე