ქართველი მძლეოსნების მონაგარი: 5 ოქრო, თითო ვერცხლი და ბრინჯაო

AutoSharing Option
ბანსკა ბისტრიცაში (სლოვაკეთი) დამთავრდა მძლეოსანთა მესამე ლიგის ევროპის მე-4 გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს "სპორტის დედოფლის" ღირსებას 27 ქალ-ვაჟი იცავდა. მათგან ყველაზე უკეთ სალომე რიგიშვილმა იასპარეზა - ბადროს ტყორცნასა (52,7) და ბირთვის კვრაში (15,95) ოქროს მედლები მოიპოვა. მანვე უროს ტყორცნაში (40,9) მე-7 ადგილი დაიკავა.

ვაჟებში ორი ოლიმპიადის მონაწილე დავით ილარიანმა 110 მეტრზე თარჯრბენში (13,99) ყველას აჯობა.

ასევე პირველი იყო სიმაღლეზე მხტომელი ზურაბ გოგოჭური, რომელიც 220 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო და მეორე ადგილზე გასულ პეტერ ჰორაკს 5 სანტიმეტრით
აჯობა.

მეხუთე ოქროს მედალი საქართველოს დელეგაციას იოსებ მარუქაშვილმა, ლუდვიდ ზილბერშტეინმა, დენის ფაციამ და ნიკა კარტავცევმა 4X400 მეტრზე რბენაში მოუტანეს.

გიული დეკანაძემ 3000 მეტრზე წინაღობებით რბენაში (11.14,20) მე-2 ადგილი დაიკავა.

ბიჭებმა 4X100 მეტრზე ამანათრბენში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. აქვე დანარჩენი ქართველი მძლეოსნების შედეგებსაც გაუწყებთ:

მე-8 ადგილი. ბაჩანა ხორავა (100 მ. 11,11), 6. დენის ჟვანია (200 მ, 21,79; VI. 400 მ. თარჯებით, 55,11), 5. ნიკა კარტავცევი (400 მ. 48,28), 6. ანდრანიკ მატინიანი (800 მ. 1.53,43), 5. თენგიზ ღვინჯილია (1500 მ. 3.56,52), 9. დავით ხარაზიშვილი (3000 მ, 9.03,04), 11. გიგლა ზილბერშტეინი (5000 მ. 16.43,72), 11. ჯეირან ხოფერია (3000 მ. წინაღობებით, 9.47,68), 7. გიორგი გურეშიძე (სიგრძეზე ხტომა, 7,22), 5. ლაშა თორღვაიძე (სამხტომი. 15,25), 12. გოგა ჭიხვარია (ბირთვი, 11,24, V. ურო, 50,93), 9. ილია მარტყოფლიშვილი (ბადრო, 43,04), 4. როსტომ ჭინჭარაშვილი (შუბი, 68,62). 13. სალომე სირაძე (100 მ. 12,92, XIV. 200 მ. 27,07), 12. თეა ფაცურია (400 მ, 60,30, X. 400 მ. თარჯრბენი, 67,55), 6. გაიანე უსტიანი (800 მ, 2,14, V. 1500 მ. 4.34,52, XIV. 3000 მ. 11.56,22), 8. გიული დეკანაძე (500 მ. 18.18,02), 7. მაიკო გოგოლაძე (100 მ. თარჯრბენი, 14,93, X. სიგრძეზე ხტომა, 5,59), 13. თათია პაიკიძე (სიმაღლეზე ხტომა, 1.30; VII. სამხტომი, 11,67), 8. ლალი კალაძე (შუბი, 32,17).

საერთო გუნდურ ჩათვლაში კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. სლოვაკეთი (531,5 ქულა), 2. ლატვია (484,5), 3. მოლდოვა (455,5). საქართველოს ნაკრები 338 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა და მეექვსეადგილოსან ბოსნია-ჰერცეგოვინას 14 ქულით ჩამორჩა, მე-8 ადგილზე გასულ აზერბაიჯანელებს კი 26 ქულით აჯობა. 301 ქულით სომხები მე-9 ადგილს დასჯერდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ოქრო-ვერცხლს არიგებთ? მანდ მედლები არც რიგდება და მკითხველი შეცდომაში ნუ შეგყავთ
მძლეოსანი
15:14 11-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული