ქართველი ათლეტები მხოლოდ 1998-99 წლებში დაბადებულთა პირველობაში ასპარეზობდნენ.
თბილისელმა თეონა მაჭარაშვილმა 100 მეტრზე რბენაში (12,78) პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ამავე დისტანციაზე მესამე იყო ზუგდიდელი მარიამ ჩაკაბერია (21,91). საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი ქუთაისელმა ავთანდილ ტყეშელაშვილმა მოუტანა - სიგრძეზე ხტომაში იგი 6,13 მეტრით მეორე ადგილზე გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"