100 ათასი მსოფლიოს რეკორდსმენს

AutoSharing Option
მძლეოსნობაში მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე ის ათლეტი, რომელიც მსოფლიოს რეკორდს დაამყარებს, ოქროს მედლის გარდა, 100 ათას დოლარს მიიღებს.

ეს სპეციალური პრემია დააწესა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თავისი პარტნიორების - TDK-სა (მამაკაცებისთვის) და Toyota-ს (ქალებისთვის) დახმარებით.

მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე ასეთი პრემიის მფლობელი გახდა 4x100 მეტრზე ესტაფეტაში იამაიკის მამაკაცთა ნაკრები, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: უსაინ ბოლტი, ნესტა კარტერი, მაიკლ ფრეიტერი და იოჰან ბლეიკი. მათ ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდით მოიპოვეს - 37.04 წამი.

თუ რომელიმე სახეობაში მსოფლიოს რეკორდს გაიმეორებენ, სპეციალური პრემია არ გაიცემა.

მსოფლიოს რეკორდსმენებისთვის განკუთვნილი
თანხის გარდა, Toyota-მ გამოყო 200-ზე მეტი ავტომობილი ათლეტებისთვისა და ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მომავალ ჩემპიონატში.

საერთო ჯამში, მსოფლიოს XIV ჩემპიონატის მთლიანი საპრიზო ფონდი 7 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

საპრიზო თანხები ინდივიდუალურ სახეობებში: პირველი ადგილი - 60 000 დოლარი, მეორე - 30 000, მესამე - 20 000, მეოთხე - 15 000, მეხუთე - 10 000, მეექვსე - 6 000, მეშვიდე - 5 000, მერვე - 4 000.

საპრიზოები ესტაფეტებში. ოქრო - 80 000 დოლარი, ვერცხლი - 40 000, ბრინჯაო - 20 000, მეოთხე ადგილი - 16 000, მეხუთე - 12 000, მეექვსე - 8 000, მეშვიდე - 6 000, მერვე - 4 000.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული