ეს სპეციალური პრემია დააწესა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თავისი პარტნიორების - TDK-სა (მამაკაცებისთვის) და Toyota-ს (ქალებისთვის) დახმარებით.
მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე ასეთი პრემიის მფლობელი გახდა 4x100 მეტრზე ესტაფეტაში იამაიკის მამაკაცთა ნაკრები, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: უსაინ ბოლტი, ნესტა კარტერი, მაიკლ ფრეიტერი და იოჰან ბლეიკი. მათ ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდით მოიპოვეს - 37.04 წამი.
თუ რომელიმე სახეობაში მსოფლიოს რეკორდს გაიმეორებენ, სპეციალური პრემია არ გაიცემა.
მსოფლიოს რეკორდსმენებისთვის განკუთვნილი
საერთო ჯამში, მსოფლიოს XIV ჩემპიონატის მთლიანი საპრიზო ფონდი 7 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.
საპრიზო თანხები ინდივიდუალურ სახეობებში: პირველი ადგილი - 60 000 დოლარი, მეორე - 30 000, მესამე - 20 000, მეოთხე - 15 000, მეხუთე - 10 000, მეექვსე - 6 000, მეშვიდე - 5 000, მერვე - 4 000.
საპრიზოები ესტაფეტებში. ოქრო - 80 000 დოლარი, ვერცხლი - 40 000, ბრინჯაო - 20 000, მეოთხე ადგილი - 16 000, მეხუთე - 12 000, მეექვსე - 8 000, მეშვიდე - 6 000, მერვე - 4 000.