ავსტრალია 1980 წლის ოლიმპიადის მედლებს ითხოვს

AutoSharing Option
ავსტრალიის მძლეოსნობის ფედერაციამ 1980 წლის ზაფხულის თამაშების შედეგების გადახედვა მოითხოვა. როგორც ფედერაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, მათ გააჩნიათ მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ავსტრალიელ იან კემპბელს უკანონოდ წაართვეს ოქროს მედალი სამხტომში. მაშინ ამ დისციპლინაში საბჭოთა მძლეოსანმა იაკ უდმიაემ გაიმარჯვა.

ერთ-ერთი ნახტომისას, კემპბელი 17.39 და 17.89 მეტრზე (შესაბამისად, ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდები) მონიშნულ მარკერებს შორის დაეშვა, მაგრამ მისი შედეგი არ ჩათვალეს ნახტომის შესრულებისას წესის დარღვევის გამო. საბოლოოდ, უდმიაემ გაიმარჯვა შედეგით - 17.35 მეტრი, ავსტრალიელი კი 16,72 მეტრით მეხუთე ადგილზე გავიდა.

როგორც ავსტრალიის მძლეოსნობის ფედერაციის
პრეზიდენტმა დევიდ გრეისმა განაცხადა, მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციაში გაიგზავნა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ კემპბელს ნახტომის შესრულებისას წესი არ დაურღვევია, მისმა შედეგმა კი 17.51 მეტრი შეადგინა, ამასთან, მაქსიმალური ცდომილება შეიძლება იყოს 4 სანტიმეტრი.

გარდა ამისა, ავსტრალიელებს სურთ გადახედონ 1948 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე ქალებს შორის 200 მეტრზე გარბენს, რადგან ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ავსტრალიელმა შირლი სტრიკლენდმა მესამემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი, არადა, მეოთხე ადგილი მიაკუთვნეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამერიკელი ოდრი პატერსონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული