მძლეოსნობა: უსაინ ბოლტი 9.87-ით დაბრუნდა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე შედგა ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერის უსაინ ბოლტის სარბენ ბილიკზე დაბრუნება. ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტრავმის გამო "ბრილიანტის ლიგის" რამდენიმე ეტაპი გამოტოვა და, როგორც იქნა, მაყურებელმა ის საქმეში ამავე სერიის ლონდონურ ტურნირზე იხილა.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს, მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო 100 მეტრის 10 წამზე ნაკლებ დროში გარბენა. და სწორედ ლონდონის ტურნირს უნდა ეჩვენებინა - უღირს თუ არა უსაინს აგვისტოს ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება.

ამ ეტაპისთვის ბოლტმა მისაღები შედეგი აჩვენა - 9.87 წამი. ეს, რა თქმა უნდა, ჩამოუვარდება
სეზონის საუკეთესო დროს (9.74), რომელიც ამერიკელ ჯასტინ გეტლინს ეკუთვნის, მაგრამ იამაიკელს წინ საკმარისი დრო აქვს ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად.

როგორც ერთ-ერთმა ბრიტანულმა გაზეთმა დაწერა, უსაინ ბოლტმა კარიერის განახლებისთვის ბევრ სიამოვნებაზე თქვა უარი:

1. აღარ იკვებება ფასტ-ფუდით და არ ეკარება საყვარელ ქათმის ნაგეტსებს.

2. აღარ ოცნებობს "მანჩესტერ იუნაიტედში" კარიერაზე.

3. არ გადავიდა 400 მეტრზე სირბილში.

4. უარი უთხრა ღამის კლუბებსა და დიჯეის ამპლუას.

5. იცავს რეჟიმს და თითქმის აღარ თამაშობს კომპიუტერზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული