ვეტერანმა "მოკლე სპრინტის" დისტანცია 42.22 წამში დაფარა. ამასთან, მან რამდენიმე წამი სტარტზე დაკარგა, რადგან სტარტის ნიშანი ვერ გაიგო. გარბენის შემდეგ, იაპონელს, რომელსაც აქვს მეტსახელი - "ოქროს ბოლტი", გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა შესაბამისი სერთიფიკატი გადასცეს.
თავისი შედეგის კომენტირებისას, სპორტსმენმა აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა ნაჩვენები დროით. "გარბენის დროს ცრემლების მოწმენდას ვასწრებდი, რადგან ძალიან ნელა მივრბოდი. როგორც ჩანს, ვბერდები", - დანანებით აღნიშნა მიაძაკიმ, რომელიც გარბენის წინა დღეს გახდა 105
მანვე ისიც აღნიშნა, რომ მიზნად ისახავს 100 მეტრის 35 წამში გარბენას. "ჯერ ისევ შემიძლია ჩემი შედეგის გაუმჯობესება. ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები არ მაქვს და კიდევ ორი-სამი წელი შევძლებ სირბილს", - ამბობს იაპონელი.
2011 წელს, მიაძაკიმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ქვედა ასაკობრივ კატეგორიაში, როცა 100 მეტრი 29.83 წამში გაირბინა. იაპონელი, რომლის სიმაღლეა 153 სანტიმეტრი, წონა 42 კილოგრამი, მუდმივად ინარჩუნებს სპორტულ ფორმას საკუთარ სახლთან ახლოს პარკში ვარჯიშით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"