უსაინ ბოლტმა რეკორდს დაუმიზნა

AutoSharing Option
მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა, ექვსგზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა განაცხადა, რომ მიზნად დაისახა 200 მეტრის 19 წამზე ნაკლებ დროში გარბენა. "გრძელ სპრინტში" მსოფლიოს რეკორდი სწორედ უსაინს ეკუთვნის და ის 19,19 წამს უტოლდება.

"ძალიან მინდა 200 მეტრზე რბენაში 19 წამიდან გამოვიდე. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ეს ურთულესი ამოცანა იქნება, რადგან იოლი არ არის საჭირო დღისა და სტარტის შერჩევა.

მაგრამ ვგრძნობ, რომ შემიძლია ამის გაკეთება. მწვრთნელსაც სჯერა ჩემი, ასე რომ, გვრჩება მხოლოდ დაძაბული მუშაობა და იდეალური
მომენტის ძებნა", - განაცხადა ლეგენდარულმა მძლეოსანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული