მამაკაცებს შორის პრეტენდენტები არიან:
უსაინ ბოლტი (იამაიკა). პეკინში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიგო სამი ოქრო: 100 და 200 მეტრზე და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. უსაინი ხუთჯერ ფლობდა წლის საუკეთესო მძლეოსნის ტიტულს.
ეშტონ იტონი (აშშ). მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთადერთი იყო, ვინც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა - ათჭიდში 9045 ქულა აჩვენა.
კრისტიან ტეილორი (აშშ). მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხტომში ისტორიაში მეორე შედეგი აჩვენა - 18.21 მეტრი. გარდა ამისა, "ბრილიანტის ლიგაში" ექვსი
ქალთა შორის პრეტენდენტები:
გენზებე დიბაბა (ეთიოპია). მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიგო ოქროს მედალი 1500 მეტრზე. მონაკოში "ბრილიანტის ლიგის" ეტაპზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, რომელიც 22 წელი იყო ძალაში - 3.50,07.
დაფნე შიპერსი (ჰოლანდია). მსოფლიოს ჩემპიონი 200 მეტრზე. გაიმარჯვა შედეგით - 21.63 წამი, რაც ევროპის ახალი რეკორდია. მეორე ადგილი დაიკავა 100 მეტრზე - 10.81.
ანიტა ვლოდარჩიკი (პოლონეთი). პირველი ქალი სპორტსმენი ისტორიაში, ვინც უროს ტყორცნაში 80-მეტრიანი ზღვარი გადალახა და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა - 81.08 მეტრი. მოიგო ყველა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.
* * *
ამასობაში, უსაინ ბოლტი ისევ ფიქრობს საფეხბურთო კარიერაზე.
"მგონია, რომ უნდა გავიარო საცდელი პერიოდი და დაველოდო, რა მიპასუხებენ: "ყველაფერი კარგადაა, მობრძანდით" ან "არაფერი გამოვა". ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან მზად ვარ, სწრაფად დავრბივარ, ვიცი ბურთის კონტროლი და თამაში მესმის.
ვფიქრობ, თუ გამოსაცდელ პერიოდს გავივლი, აუცილებლად მეტყვიან: "თქვენ 30 წლის ხართ და აი, თქვენი ხუთწლიანი კონტრაქტი! გააკეთეთ ეს!" - მოჰყავს ბოლტის სიტყვები "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგვერდს. ცნობილია, რომ იამაიკელი სპრინტერი ამ გუნდის დიდი თაყვანისმცემელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"