ექვსი წელი პატიმრობა ოსკარ პისტორიუსს

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკელი მორბენალი-ამპუტანტი ოსკარ პისტორიუსი ექვსწლიანი პატიმრობით დაისაჯა შეყვარებული რივა სტენკამპის მკვლელობის გამო, - წერს სააგენტო "როიტერი".

სპორტსმენი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

2014 წლის ოქტომბერში, სახელოვანმა პარალიმპიელმა ხუთწლიანი პატიმრობა მიიღო არაგანზრახ მკვლელობისთვის. ერთი წელი ციხეში ჯდომის შემდეგ, პისტორიუსს სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს.

2015 წლის 3 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის პროტესტი და დაადგინა, რომ მძლეოსანი უნდა გაესამართლებინათ განზრახ მკვლელობისთვის, რაც თავისუფლების 15 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 2013 წლის 14 თებერვალს, პისტორიუსის სახლში მოხდა. მძლეოსანმა რამდენჯერმე გაისროლა
სტეკამპის მიმართულებით და სასიკვდილოდ დაჭრა ის. მძლეოსნის თქმით, მან შეყვარებული შეცდომით მძარცველად მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული