წლეულს ქალაქის ღია პირველობაში ადგილობრივებთან ერთად ფოთელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. სულ 30 მსურველი ჩაება შეჯიბრებაში, რომელიც საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია "აღორძინება 2002"-ის თაოსნობით და იმერეთის მკლავჭიდისა და ათლეტიზმის ფედერაციის ხელშეწყობით გაიმართა, სპონსორობა კი ქუთაისის მერიამ ითავა.
ფინალურ ორთაბრძოლებს ქუთაისის ვიცე-მერი დავით გორდელაძე და ქალაქის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძე დაესწრნენ. ისინი ინვალიდ სპორტსმენებს გვერდში დგომასა და ხელშეწყობას დაჰპირდნენ.
ტურნირი საინტერესო სანახავი გამოდგა. ზემოხსენებულმა ვახტანგ ახობაძემ ყველა მეტოქე ძალზედ იოლად დაამარცხა. ფინალში კი ელვისებურად, დაახლოებით ხუთ წამში გაიმარჯვა - ისე რომ, ფოტორეპორტიორებმა ამ ორთაბრძოლის კადრის გადაღებაც ვერ მოასწრეს.
გამარჯვებულები და პრიზიორები
60კგ. 1. ვახტანგ ახობაძე, 2. გიორგი შურგულაია, 3. დავით რუბენია.
70კგ. 1. ირაკლი თოლორდავა, 2. მირიან ჭანტურია, 3. რევაზ ჩიქოვანი.
+80კგ. 1. რამაზ შალამბერიძე, 2.ვაჟა ჩინჩალაძე, 3.პაატა გარუჩავა.
ძიმე (მარცხენები): 1. ზურა ბუცხრიკიძე, 2.თემურ აფხაძე, 3.თემურ ჭეიშვილი.