
ტურნირზე მონაწილეობა 30 ქვეყნის სპორტსმენებმა და მათ შორის ქართველებმაც მიიღეს. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე 5 მკლავჭიდელით წარსდგა და 1 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
მედლის მოპოვება ლაშა კახელაშვილმა შეძლო, ვინც ფინალამდე 12 ურთულესი დაპირისპირების დაძლევა მოახერხა; გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახ სპორტსმენთან დამარცხდა, საბოლოოდ კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
msy.gov.ge