როცა მეგობრები გზას გიღობავენ

AutoSharing Option
საქართველოს მკლავჭიდელებმა წლეულს მოსკოვში ევროპის ჩეპიონატზე ოთხი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონი გენადი კვიკვინია, ნიკა წერეთელი, ვალან გაბრავა და ერეკლე გურჩიანი, რომელიც ახლახან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ჩვენი სპორტსმენები მთელი სეზონის განმავლობაში მონდომებით ემზადებოდნენ წლის უმთავრესი შეჯიბრებისთვის - მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც დღეს ნევადის შტატის ქალაქ ნესქვიტში (ლას ვეგასთან ახლოს) აიღებს სტარტს. სპორტის სამინისტრომ ქართველი მკლავჭიდელები დროულად დააფინანსა. ოკეანის გაღმა გასამგზავრებლად თითქოს ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ამერიკის საკონსულომ გენადი კვიკვინიას, გიორგი თვალიაშვილს, ვასილ
დაუთაშვილს, ვალენ გაბრავას, ვახტანგ ბერიძეს, ირაკლი დავითულიანს, აპოლონ ბერიძეს, ალეკო აბუთიძეს, ნიკა წერეთელსა და დელეგაციის ხელმძღვანელ ერეკლე გურჩიანს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ქართველ სპორტსმენებს ათი წლის წინანდელი ამბავი გაუხსენეს - თქვენი საძმოს წევრები - მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები ვახტანგ მუსელიანი და მამუკა ბაჯიშვილი ამერიკაში დარჩნენო საცხოვრებლად. გუშინ როგორც ერეკლე გურჩიანმა განგვიმარტა, ეს სპორტსმენები მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატიდან თბილისში დაბრუნდნენ, მაგრამ ერთწლიანი ვიზის უფლებით ისარგებლეს და ამერიკაში იქაური მკლავჭიდის ფედერაციის დახმარებით გაემგზავრნენო სამუშაოდ.

თუმცა, მას შემდეგ ჩვენი ათლეტები 2006 წლამდე არაერთხელ ყოფილან საასპარეზოდ ოკეანის გაღმა და წასვლაზე პრობლემები არასდროს შექმნიათ. ამჯერად ბიჭები ისე კარგად იყვნენ მომზადებული, უმედლოდ, ალბათ, არავინ დარჩებოდა. ამის საშუალება კი არ მიეცათ. შეჯიბრებაზე საქართველოდან მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ათლეტი თორნიკე ალავიძე მოსინჯავს ძალებს. ამერიკის ერთწლიანი ვიზა მას კარგა ხნის წინათ აუღია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ქართველ სპორტსმენებს უცხოეთში მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გასამგზავრებლად გზას რომ უღობავენ. დროული მიხედვა სჭირდება, სანამ ქრონიკული ხასიათი მიუღია.


მკითხველის კომენტარები / 7 /
ამერიკელებმა იცოდნენ, რომ მოვუგებდით და სპეციალურად გააკეთეს მაგი.
tolika
22:08 09-12-2010
0
რატო აკეთებენ ასე ეს პიდარასტები? უპატრონო ქვეყანა ვართ, ყველას ვკიდივართ რატო ვერ გავიგეთ!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული