სპორტსმენები ჯაჭვლიანის მიერ თანხების მითვისებაზეც საუბრობენ.
ინფორმაციაში მოყვანილ ბრალდებებთან დაკავშირებით მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს, პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანს კომენტარი ვთხოვეთ:
"შარშან ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა მკლავჭიდელებმა მართლაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, ნელ-ნელა დავიწყეთ უწინდელი დიდების დაბრუნება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ წლეულს ჩვენს ფედერაციას ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა გამოუყო.
ფულის გაჩენისთანავე ვიღაცები აფუთფუთდნენ. ეს არის ამ პრობლემის
მოვითხოვ, რომ ფედერაციაში შემოვიდეს აუდიტი, ყველა ბრალდება ძირფესვიანად შემოწმდეს, რომ საზოგადოებამ დაინახოს და თავად მიხვდება ყველაფერს, მერე კი ყველას საკადრისად მიეზღვება.
სპორტსმენებს პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ სავარჯიშო პირობებთან დაკავშირებით. მათი საქმე არ არის ვინმეს გადაყენება - უნდა ივარჯიშონ და შეჯიბრებებისთვის მოემზადონ. თუ ვინმე გადასაყენებელ-გადმოსაყენებელია, ამისთვის არსებობს ფედერაციის გამგეობა და საბჭო.
არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პროცესს ვიღაც მართავს და პოლიტიკური სუნი უდის. 2016 წელს ხომ არჩევნებია.
ასე რომ, შემოვიდეს ფედერაციაში აუდიტი და მის შედეგებს დაველოდოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"