ქართველი მშვილდოსნები ამერიკაში ლონდონის ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
19 ივნისს ამერიკულ ოგდენში მშვილდოსანთა სეზონის მესამე მსოფლიოს თასი იწყება, რომელიც პარალელურად, სალიცენზიო ტურნირიცაა.

მასში საქართველოდან ვაჟთა და ქალთა გუნდები იასპარეზებენ. ქალთა ნაკრებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე გამოვლენ, ვაჟთაში - ლაშა ფხაკაძე, ირაკლი ქვლივიძე და თორნიკე რიჟამაძე.

19 ივნისს მორმონთა ციტადელად წოდებულ სოლტ ლეიკ სიტის ახლომდებარე ოგდენში საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება და გაირკვევა იმ ნაკრებების ვინაობა, რომლებსაც 21 ივნისს გუნდურ სალიცენზიო შეჯიბრებაში ვიხილავთ.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანიც ეს დღეა, რადგან ლიცენზიებისთვის დავაში ორივე გუნდი ჩაებმება.

ლიცენზიის
გარანტი სამეულში მოხვედრაა, თუმცა საგზურს პირად პირველობაში ხუთეულში მოხვედრაც იძლევა, მაგრამ იქ ჩვენგან ქალები ვერ გამოვლენ, რაკი ერთი ლიცენზია მათ უკვე აქვთ.

ოგდენის ტურნირი არც ისე ძლიერია, რადგან წამყვანი გუნდების უმეტესობა ოლიმპიადისთვის საგანგებო პროგრამით ემზადება. მაგალითად, ჩინეთისა და კორეის გუნდები საერთოდ არ ჩასულან ამერიკაში.

სამაგიეროდ, ქალთა ტურნირში ყველა ის ნაკრებია, რომლებიც ჩვენსავით კვლავაც ეძებენ ლიცენზიებს - პოლონეთი, იაპონია, საკუთრივ ამერიკა, მექსიკა, გერმანია, მალაიზია... მთლიანობაში, ჩვენს ქალებს იოლი გასეირნება არ ელოდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული