ქრისტინე ესებუა 27 ივლისს ლონდონის ოლიმპიადაში ჩაებმება

AutoSharing Option
27 ივლისს, ლონდონის ოლიმპიადის გახსნამდე, სტარტს მშვილდოსანთა ტურნირი აიღებს - თბილისის დროით 12 საათზე ვაჟები საკვალიფიკაციო ტურნირში ისვრიან, 16 საათზე კი ჩვენთვის საინტერესო ქალთა შეჯიბრება დაიწყება.

თამაშებში სულ 64 მანდილოსანი გამოდის, რომელთა შორის საქართველოდან ამჯერად მხოლოდ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუაა. დღეს გაირკვევა 32 წყვილი, რომელიც პლეი ოფის პირველ წრეში 30 ივლისს ისვრის. იმავე დღეს კიდევ ერთი ეტაპი გაიმართება - 1/16-ფინალი. ქალთა შეჯიბრება კი 2 აგვისტოს დასრულდება.

დღესვე გაირკვევიან გუნდური ტურნირის წყვილები. ვაჟები გუნდურ მედლებს 28-ში გაითამაშებენ, ქალები - 29-ში. ვაჟები
პირადი პირველობის პლეი ოფის შეხვედრებს 30-31 ივლისსა და 1 აგვისტოს გამართავენ. ისინი მედლებისთვის მებრძოლ წყვილებს გამოავლენენ, ფინალური ორთაბრძოლები კი 3 აგვისტოსაა დანიშნული.
წარმატება ვუსურვოთ ესებუას დღევანდელ ბატალიებში.

ესებუა მშვილდს მოზიდავს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქრისტინე ესებუა: ლონდონში ოქროსთვის ვიბრძოლებ, მეორე ადგილი არ მაკმაყოფილებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული