ლონდონი 2012: ქრისტინე ესებუა პლეი ოფში მსოფლიოს ჩემპიონს შეხვდება

AutoSharing Option
27 ივლისს ლონდონში მშვილდოსან ქალთა საკვალიფიკაციო შეჯიბრება გაიმართა, რომელიც ქრისტინე ესებუამ 642 ქულით და 34-ე ადგილით დაასრულა.

მან შეჯიბრების მეორე ნახევარი პირველზე ცოტა უკეთ ჩაატარა და 64-კაციანი სიის შუაში დამკვიდრდა.

ამ შედეგით პლეი ოფის პირველივე წრეში - 1/32-ედ ფინალში საინტერესო წყვილი მივიღეთ - ესებუა ჩილელ მსოფლიოს ჩემპიონ დენისე ასტრიდ ვან ლემოენს ხვდება, ანუ მსოფლიოს პირველობის ფინალი მეორდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური მას შარშან მსოფლიოს პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში შეხვდა და დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ ესებუამ პეკინის ოლიმპიადაზეც ლამის ასეთი შედეგი აჩვენა -
საკვალიფიკაციო ეტაპი 643 ქულით დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მახო ფლეი ოფი ნიშნავს რომ თამაში უკვე წყვილთა შორის მიმდინარეობს და წაგებული ავტომატურად ეთიშება ასპარეზობას!
PAATA
14:10 28-07-2012
0
ყველაფერი ქართული გავიგე მაგრამ პლეი ოფი რა არს იქნებ აგვიხსნათ.
maxo
21:22 27-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული