ქრისტინე ესებუამ ოლიმპიადაზე 1/32-ფინალი წარმატებით დაძლია

AutoSharing Option
31 ივლისს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მშვილდოსნობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენმა წარმომადგენელმა ქრისტინე ესებუამ 1/32-ფინალური ეტაპი წარმატებით დაძლია.

მისი მეტოქე 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ჩილელი დენისე ვან ლამოენი გახლდათ. ჩვენებურმა ჩილელ სპორტსმენს სამივე სეტში აჯობა - 28:22, 28:26, 26:25 და მშრალი ანგარიშით 6:0 მოუგო!

ჩვენებურის შემდეგი მეტოქე სამხრეთ კორეის წარმომადგენელი სუნგ ჯინ ლეე იქნება. შეხვედრა, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში დაიწყება.

კორეელი სუნგ ჯინ ლეე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელია.

კორეელის გავლის შემთხვევაში ქრისტინეს სავარაუდო მეტოქედ ბრიტანელი ოლიმპიური მედალოსანი,
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალისონ ვილიამსონი ელოდება, იმის იქით - საკმაოდ მებრძოლი დანიელი კარენ კრისტიანსენი...

ერთი სიტყვით, ესებუას წარმატების მისაღწევად მუდმივი ბრძოლა მართებს. ვიქონიოთ იმედი, რადგან მას მსოფლიოზეც ასეთივე ხვედრი ერგო - იქ 39-ე ადგილიდან დაიწყო პლეი ოფი და ფინალში გავიდა. გზად კი სამხრეთ და ჩრდილოკორეელი, ჩინელი, ინდოელი, ბრიტანელი ჩუბინები დაამარცხა.

ასევე იხილეთ:
ქრისტინე ესებუამ ჩემპიონებს დაუმიზნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული