საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები მსოფლიოს თასის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ავტორის ფოტო

საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები პოლონურ ვროცლავში მიმდინარე მსოფლიოს თასის ფინალშია.

ვროცლავში დღეს გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს, რომელშიც ჩინებულად გამოვიდა ჩვენი სამეული: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე.

პირველ წრეში მათ ირანს 5:3 მოუგეს (55:55; 58:54; 55:57; 54:48), მეორეში გერმანიის ძლიერ გუნდს 5:1 აჯობეს (57:57; 56:53; 55:52), ნახევარფინალში კი ამ სეზონში უკვე მერამდენედ მოუგეს იტალიას, თანაც, მშრალი ანგარიშით, 6:0 (57:48; 55:47; 51:48).

მართალია, იტალია სრულიად გადახალისებული გუნდით გამოდიოდა და ტრადიციული სამეულიდან ამჯერად არავინ ჰყავდა, მაგრამ
მეოთხედფინალში საკვალიფიკაციოში მეორეზე გასული და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ინდოეთი კი დაამარცხეს.

ფინალში ჩვენები აშშ-ს შეხვდებიან, რომელსაც ამჯერად არ ჰყავს ერთადერთი ლიცენზირებული ჩუბინი, ქართველი ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი). ამერიკამაც საკმაოდ რთული გზა გაიარა - მოუგო იაპონიას და ჩინეთს, რომელმაც, თავის მხრივ, მსოფლიოს ახალი ჩემპიონი რუსეთი გააგდო.

ფინალური პაექრობები უკლებლივ ყველა დისციპლინაში 16 აგვისტოს გაიმართება, მათ შორის - გუნდურშიც და პირად პირველობაშიც, სადაც ესებუა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი გერმანელი ელენა რიხტერი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ.

აქ ერთი ჩასწორებაა--ამერიკელებს ჰყავთ გუნდში ხათუნა ლორიჯი. ხათუნა აქ იყო ერთი კვირა და აქედან გაემგზავრა შეჯიბრზე
მახო
23:46 14-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული