სნუკერი: შვიდგზის რონი ო'სალივანი

AutoSharing Option
სნუკერში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი - "მასტერსი" რონი ო'სალივანის გამარჯვებით დასრულდა. "რაკეტამ" ფინალში 10:7 დაამარცხა ჯო პერი.

ფინალის დასაწყისი პერისა იყო, რომელიც 4:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ზედიზედ 7 ფრეიმი აიღო და წინ გავიდა - 8:4. ჯომ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ბოლო ნაწილი ო'სალივანისა იყო.

ფინალში პერის ორი "სენჩური" ჰქონდა (115, 117), რონიმ კი ერთი ასიანი ბრეიკით უპასუხა (112).

ო'სალივანმა დაიცვა "მასტერსის" ჩემპიონის ტიტული, თან ამ ტურნირის ისტორიაში პირველი შვიდგზის ჩემპიონი გახდა. მან გაუსწრო სტივენ ჰენდრის, რომელსაც ექვსი მოგება
აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული