"ვაპირებ მივიღო საკრივო ლიცენზია ლას ვეგასში. ამის შემდეგ ვნახოთ, რას იზამს მეივეზერი. მხოლოდ მასზე ვარ კონცენტრირებული", - განაცხადა მაკგრეგორმა. ირლანდიელმა დაამატა, რომ ბრძოლა შეიძლება გაიმართოს 2017 წლის დასასრულს ან 2018 წლის დასაწყისში.
"მჯერა, რომ შემდეგ ჯერზე რინგზე უკვე კრივის წესებით გავალ. ვფიქრობ, ფლოიდთან შეხვედრა პირველი მილიარდიანი ბრძოლა იქნება", - ხაზი გაუსვა მაკგრეგორმა.
მეივეზერსა და მაკგრეგორს შორის შესაძლო ბრძოლის შესახებ
28 წლის მაკგრეგორმა MMA-ის წესებით 24 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 21 (18 - ნოკაუტით) და წააგო სამი. ბოლო ბრძოლა მან გასული წლის 20 აგვისტოს ნეიტ დიასთან ჩაატარა და UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ისტორიაში სარეკორდო ჰონორარი მიიღო - 3 მილიონი დოლარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"