სნუკერი: კულმინაცია შეფილდში

AutoSharing Option
ინგლისის ქალაქ შეფილდში დაიწყო სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი. სეზონის დასკვნით ტურნირში 32 სნუკერისტი პლეი ოფის სისტემით გამოავლენს პლანეტის საუკეთესო მოთამაშეს, რომელსაც გადაეცემა სანუკვარი თასი და 440 ათასი ევროს ოდენობის საპრიზო თანხა. ამისთვის საჭიროა ხუთი მატჩის მოგება.

მოქმედი ჩემპიონია რეიტინგის პირველი ნომერი, ინგლისელი მარკ სელბი. წელს არ შედგება შარშანდელი ფინალი, რადგან ჩინელი დინ ჯუნჰუ ბადის ერთ მხარეს არის სელბისთან და მათი სავარაუდო დუელი ნახევარფინალში შედგება. ბადის ამავე ნახევარშია შეუდარებელი რონი ო'სალივანი. წელს, მის ანგარიშზეა სეზონის სამი მთავარი ტურნირიდან ერთში - "მასტერსში" გამარჯვება.

ბადის მეორე მხრიდან ფინალისკენ გაიწევს მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერი ჯად ტრამპი, რომელმაც, ამას წინ, Players Championship მოიგო.

პირველი სამი დღის განმავლობაში 1/16 ფინალის რვა შეხვედრა დასრულდა:
სელბი-ო'ბრაიენი 10:2
მაკგილი-მაგუაირი 2:10
ო'სალივანი-უილსონი 10:7
უილსონი-გრეისი 10:6
ბინემი-ებდონი 10:5
მერფი-ბინტაო 10:8
ფუ-ბრესელი 10:9
ალენი-რობერტსონი 10:8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა სასწაული, თურმე სნუკერი აინტერესებს ვიღაცას
kote
21:59 19-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული