"ომის მანქანა": ოქტაგონიდან სამუდამო პატიმრობამდე

AutoSharing Option
ორი დღის წინ, ნევადას შტატის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ UFC-ის ყოფილი მებრძოლი ჯონ კოპენჰეივერი 29 პუნქტში სცნო დამნაშავედ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

35 წლის ამერიკელს შერეულ ორთაბრძოლებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა. ერთი სეზონის შემდეგ, მან ოფიციალურად შეიცვალა სახელი, დაირქვა "ომის მანქანა" და ნახევრადსაშუალო წონაში UFC-ში, Bellator-სა და სხვა პრომოუშენებში გამოდიოდა. კარიერის განმავლობაში, კოპენჰეივერმა 14 გამარჯვება მოიპოვა (რვაჯერ ნოკაუტით) და ხუთჯერ დამარცხდა.

პორნომსახიობი და ბავშვთა მწვრთნელი
"სამწუხაროა, რომ სწორედ მე დავეხმარე ჯონს გამხდარიყო პროფესიონალი მებრძოლი და მივიყვანე ის MMA-ში, - აღიარა შერეული ორთაბრძოლების
ლეგენდამ ჯონ შემროკმა. - თავის დროზე, ჩემი 17 წლის ქალიშვილი მასთან ერთად მექსიკაში ჩავიდა, სადაც ჯონმა ის, უბრალოდ, მიაგდო. ამის შემდეგ ვიცოდი, რომ ის ყველანაირად გაურბოდა ჩემთან შეხვედრას. რომ დამეჭირა, კისერს მოვუგრეხდი. ის მართლაც წარმოადგენდა ყველასთვის საფრთხეს".

დიდ წილად, "ომის მანქანამ" სახელი გაითქვა ოქტაგონის მიღმა საქმეებით. 2009 წელს, MMA-ში დაბალი ჰონორარები მოიმიზეზა და ორთაბრძოლებს პორნოში გადაღებები შეუთავსა. სულ კოპენჰეივერმა 12 ფილმში მიიღო მონაწილეობა, პარტნიორებად კი პორნოინდუსტრიის ვარსკვლავები - რაილი სტილი და ფენიქს მარი ჰყავდა.

მრავალრიცხოვანი ჩხუბებისა და თავდასხმების შემდეგ, მებრძოლმა კოლონიაში რამდენიმე დისციპლინარული ვადა მოიხადა, რის შემდეგაც ორთაბრძოლებში კარიერაზე მოახდინა კონცენტრაცია და რაც ყველაზე უცნაურია, ბავშვების გაწვრთნა დაიწყო. თან არ დაუკარგავს კავშირი პორნოსთან და დაიწყო შეხვედრა დამწყებ პორნოვარსკვლავთან კრისტინ მაკკინდეისთან, რომელიც უფრო ცნობილია კრისტი მაკის ფსევდონიმით. პარტნიორებმა ერთმანეთის სახელებიც კი დაიწერეს სხეულებზე და ერთ-ერთი ჟურნალისთვის ტოპლეს-ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.

2014 წელს, "მანქანამ" მიატოვა შეყვარებული. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის - ერთხელ, ღამით სახლში შევარდნოდა მას, სადაც ქალი ვინმე კორი ტომასთან ერთად იყო. ამ უკანასკნელის ცემისა და სახლიდან გაძევების შემდეგ, მებრძოლი ორი საათი ურტყამდა გოგონას, ორ ადგილას გაუტეხა ცხვირი, ჩამოუღო კბილი, თვალი ჩაულურჯა, დანით თმები მოაჭრა და გაუპატიურება სცადა. მაკინდეის განცხადებით, მრისხანების შემოტევის შემდეგ გამოფხიზლებულმა ჯონმა დაასკვნა: "ძალიან შევტოპე და მომიწევს შენი მოკვლა". მაგრამ ჩანაფიქრი არ განახორციელა.

უნდა მომკლან იმის გამო, რაც ჩავიდინე
"მანქანა" გაიქცა და გარკვეული ხანი იმალებოდა. თან, მუდმივად აქვეყნებდა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ჩანაწერებს და ერთ-ერთში გოგონას ბოდიში მოუხადა. ის მაშინვე გააძევეს Bellator-დან და ერთი კვირის შემდეგ, ლოს ანჯელესის გარეუბანში დააპატიმრეს.

ნევადას შტატში გამართულ სასამართლოზე მსხვერპლი არ შეუშინდა დანაშაულის გარემოებებზე ლაპარაკს და საკუთარი სახელის გამომზეურების უფლებაც მისცა: "არ ვიცი, გახდება თუ არა ჩემი ცხოვრება ძველებური 12 ან 30 წლის შემდეგ, - განაცხადა მან. - მაგრამ, როცა ის ციხიდან გამოვა, ჩემს მოკვლას შეეცდება".

თავის დასკვნით სიტყვაში მებრძოლმა მონანიება სცადა: "ხანდახან ვერ ვაცნობიერებდი, რას ჩავდიოდი და ახლა, ძალიან ვნანობ ჩადენილს. მართლაც უნდა მომკლან იმის გამო, რაც ჩავიდინე და უკვე უნდა ვიწვე მიწაში აარონ ერნანდესის გვერდით". NFL-ის ვარსკვლავი ფერნანდესი გაასამართლეს მოყვარული ფეხბურთელის მკვლელობისთვის, რის შემდეგაც, აარონმა კამერაში თავი მოიკლა.

"მანქანის" ადვოკატი ჯემი ლიდერმანი 16-წლიან პატიმრობას ითხოვდა. მან მოყვა, რომ ბრალდებული ბავშვობაში ხედავდა - მისი მამინაცვალი სისტემატურად როგორ სცემდა დედამისს, ხოლო საბრძოლო კარიერის განმავლობაში, ბევრი სტრესი გადაიტანა. მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა არ აღიარეს ეს გარემოება შემამსუბუქებლად და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მებრძოლს. ვადაზე ადრე განთავისუფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა "მანქანას" 71 წელი შეუსრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ე.ი ამას ცემისთვის სამუდამო და მიშა სააკაშვილს, დათა ახალაიას, გიგა ბოკერიას, მეგის ქარდავას, ვანო მერაიშვილს, უჯისჰო ბადრაგებს, კოდუას და ა.ს. რა? ეს არის სამართალი?
ზურა
13:49 09-06-2017
0

სიახლეები პოპულარული