გიგა ჭიკაძე Glory 43-ზე იასპარეზებს

AutoSharing Option
კიკ-ბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ჭიკაძე მორიგი ბრძოლისთვის ემზადება.

ჭიკაძე სპორტის ამ სახეობის უმაღლეს ლიგაში,  Glory 43-ზე იასპარეზებს. ორთაბრძოლა ნიუ-იორკში, ყველაზე პრესტიჟულ დარბაზ Madison Square Garden-ში გაიმართება.

გიგას პირველი მეტოქე რუსი სპორტსმენი ალექსეი ულიანოვი იქნება. ამ ტურნირში გამარჯვებული გლორის ტიტულის მოსაპოვებლად ჩემპიონ რობინ ვან როზმალენს შეხვდება. ბრძოლა 14 ივლისს გაიმართება.

Glory-მ ქართველ ჩემპიონზე არაერთი სიუჟეტი მოამზადა.



გიგა ჭიკაძე კარიერას ამერიკაში განაგრძობს. ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. ის კლუბ King MMA-ს წევრია.

მისი პერსონალური მწვრთნელი რაფაელ კორდეირო 2016 წელს გამართულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
გიგა რამდენიმე ცნობილი ბრენდის სახეა, მათ შორის, სპორტული ტანსაცმლის პოპულარული ბრენდის, Bad Boys-ის.

- კიკბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ მეტოქე ქრის მაუზერი 2:20 წუთში დაანოკაუტა [VIDEO]
- კიკ-ბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ კევინ ვან-ნოსტრანდი გალახა და მსოფლიო ჩემპიონი გამოიწვია [VIDEO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გიგა!!აბა შენ იცი,მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობა!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული