12:47 27-02-2016
კიკ-ბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ კევინ ვან-ნოსტრანდი გალახა და მსოფლიო ჩემპიონი გამოიწვია [VIDEO]
AutoSharing Option
ამ ორთაბრძოლის შემდეგ, ქართველ სპორტსმენს შანსი მიეცა Glory-ს ვერსიით მსოფლიოს ქამრისათვის იბრძოლოს. მოგების შემდეგ გიგა ჭიკაძემ რინგზე განაცხადა, რომ მზად არის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს შეხვდეს.
ქართველი სპორტსმენი კარიერას ამერიკაში კერძოდ კლუბ kings mma-ში განაგრძობს. მისი პერსონალური მწვრთნელი რაფაელ კორდეირო 2016 წელს გამართულ World MMA-ის დაჯოლოდევაბზე ”წლის საუკეთესო მწვრთნელად" დასახელდა.
ჭიკაძის მოწინააღმდეგე აქამდე დაუმარცხებელი სპორტსმენი იყო, ის არის მსოფლიო ჩემპიონი WKA ვერსიით, ასევე მსოფლიოს ჩემპიონი მუი ტაიში. კევინ ვან-ნოსტრანდის Glory-ში ორი ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
წარმატებები გიგა!