28 წლის სპორტსმენი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას ის იმსახურებს და არა რეიტინგის ამჟამინდელი ლიდერი რობინ ვან როზმალენი.
"ერთი საქმეა ტიტულები და მეორე - ტურნირები. ზოგი სპორტსმენი ჩემპიონობის დასაცავად მუდმივად იბრძვის, მაგრამ კიკ-ბოქსინგის გული ტურნირებია. სპორტი ტურნირებისგან შედგება და ვინც ტურნირს იგებს, ნამდვილი ჩემპიონიც ისაა.
ასე რომ, თუ ტურნირი მოვიგე, რეიტინგის პირველ პოზიციაზე მე უნდა ვიყო და საუკეთესოდაც მე უნდა ვითვლებოდე. ასე
ტიტულისთვის ბრძოლას დიდი ხანია ვითხოვ, მაგრამ ამ შანსს არ მაძლევენ. ვფიქრობ, ამ საკითხში პოლიტიკაა ჩართული. ამ ტურნირს მოვიგებ და შემდეგ ბრძოლა თავად რობინმა უნდა მთხოვოს. თუ მას ჩემთან ბრძოლა სურს, ეს უნდა გააკეთოს. მე არ ვიცი, უნდა თუ არა მას ბრძოლა".
- გიგა ჭიკაძე Glory 43-ზე იასპარეზებს
ჭიკაძე ულიანოვთან დღეს გასამართ დაპირისპირებაზეც საუბრობს:
"ულიანოვი ძალიან კარგი მებრძოლია. მისი ჩხუბი ნანახი მაქვს. მისი სტილი მომწონს. ასეთი სტილის მოჩხუბრებთან ბრძოლის დროს თავს კომფორტულად ვგრძნობ.
ჩემი ამოცანაა, ემოციებს არ ავყვე. ზოგჯერ, როდესაც ბრძოლა იწყება, ზედმეტად ემოციური ვხდები. ამჯერად, ემოციებს ფინალისთვის შევინახავ. ვაპირებ, პირველი ბრძოლა მოვიგო ნებისმიერი ხერხით - ქულებით თუ ნოკაუტით. შემდეგ ფინალის ჯერი იქნება.
მეორე ნახევარფინალი? ვერაფერს გეტყვით. ვანონსტრანდს კარგი სტილი აქვს, მაგრამ მე აბდურაჰმანი უფრო მომწონს. მოგება ორივეს შეუძლია.
ქართველმა სპორტსმენმა ჩხუბის თავის სტილზეც ისაუბრა:
"თავიდან მძიმე დარტყმებით ვიწყებ, შემდეგ კი ტემპს ვცვლი. მეტოქეს ზედა ნაწილში დარტყმას ვუჩვენებ, მაგრამ ღვიძლში ვურტყამ. როდესაც ღვიძლს ვეხები, ის ბუშტს ემსგავსება. ეს განსაკუთრებული დარტყმაა და მას GigaKick ჰქვია. ამ დარტყმით ბრძოლა მთავრდება".
- კიკბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ მეტოქე ქრის მაუზერი 2:20 წუთში დაანოკაუტა [VIDEO]
- კიკ-ბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ კევინ ვან-ნოსტრანდი გალახა და მსოფლიო ჩემპიონი გამოიწვია [VIDEO]