გურამ გუგენიშვილი ტიტულს ბენეტისთან ბრძოლაში დაიცავს

AutoSharing Option
M-1 Global-ის ჩემპიონი მძიმე წინაში გურამ გუგენიშვილი (11-0) ქამარს კიდევ ერთხელ (მეორედ) 8 ივლისს დაიცავს. დაუმარცხებელი გუგენაშვილის მეტოქე ამერიკელი პეტ ბენეტი იქნება (4-2).

შეხვედრა ტურნირ M-1 Challenge 26-ის მთავარი მოვლენა იქნება. 24 წლის გუგენაშვილმა 10 გამარჯვება ოპონენტების დანებებით მოიპოვა. გასული წელი გურამმა ბრუტალური გამარჯვებით დაასრულა და M-1 Selection-ის გამარჯვებული ამერიკელი კენი გარნერი უგონოდ დატოვა. 5 მარტს გუგენიშვილმა ქამრის დასაცავი პირველი ბრძოლა წარმატებით ჩაატარა და უკნიდან მოგუდვის წყალობით რუსი მაქსიმ გრიშინი იძულებული გახადა, დანებებოდა.

ტურნირ
ის ჩატარების ადგილი ჯერჯერობით არ სახელდება, სავარაუდოდ ის ამერიკის შეერთებული შტატებში გაიმართება.

"გურამ გუგენაშვილი ერთერთი ყველაზე იმედისმომცემი მძიმეწონოსანია მსოფლიოში და ის გულშემატკივრებს შესანიშნავ ბრძოლას აჩუქებს", - განაცხადა М-1-ის პრეზიდენტმა ვადიმ ფანკელშტეინმა.


მომზადებულია championat.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნებ ზუსტად დაწეროთ სად იქნება ბრძოლა
teneee3
08:18 28-04-2011
0
გურამი მოიგებს,ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს გურამ,სულ წარმატებებს გისურვებ
Irakli
19:54 15-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული