კინაღამ ანტირეკორდი

AutoSharing Option
სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ყველაზე საინტერესო იყო ფინალური სესია ერთ-ერთ ფავორიტს, უელსელ მარკ უილიამსსა და მისივე თანამემამულე რაიან დეის შორის.

პირველი სესიის შემდეგ უილიამსი 6:3 იყო დაწინაურებული, რაც მას საბოლოო წარმატების კარგ შანსს უტოვებდა. შესვენების შემდეგ პირველი ფრეიმი ურთულეს ბრძოლაში სწორედ ფავორიტმა მოიგო და დეის შანსები კიდევ უფრო მიზერული გახდა. მიუხედავად ამისა, მომდევნო ორი ფრეიმი რაიანმა აიღო. თუმცა ამის შემდეგ უილიამსმა ზედიზედ სამჯერ გააკეთა 50-იანი ბრეიკი, სამი ფრეიმი აიღო და მშვიდად დაასრულა მატჩი.

მეორე რაუნდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ჯეიმმი
კოუპთან ელის შეხვედრა, რომელმაც გაჭირვებით მოუგო ენდრის პადჯეტს, ვინც, სხვათა შორის, უილიამსის კარგი მეგობარია.

პადჯეტმა კოუპის მაღალ კლასს ვერაფერი მოუხერხა, თუმცა ამ უკანასკნელსაც არ უჩვენებია ის თამაში, რომლითაც შეძლებს ფავორიტი უელსელის დამარცხებას.

დასრულდა პირველი წრის კიდევ ორი შეხვედრა, თუმცა ამ დაპირისპირებებში მეორე სესია ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ალი კარტერი დეივ ჰაროლდს 8:1-ს უგებდა და მეორე დღეს კიდევ ოთხი ფრეიმის თამაში დასჭირდა საბოლოო გამარჯვების მისაღწევად - 10:3.

მარკუს კემპბელი კი კინაღამ მეორე სნუკერისტი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც "მშრალი" ანგარიშით დათმო შეხვედრა. ჯერჯერობით ამ ანტირეკორდის ერთადერთი მფლობელია ედი ჩარლტონი - ის 1991 წელს ჯონ პაროტტთან განადგურდა 0:10.

კემპბელი პირველი სესიის შემდეგ 0:9-ს აგებდა შონ მერფისთან, მაგრამ ერთი ფრეიმის აღება მაინც შეძლო და სირცხვილს გადაურჩა.

ჩემპიონატის პირველი წრის შესახებ უფრო დაწვრილებით შემდეგ ნომერში გესაუბრებით.


I წრე
რობერტსონი (ავსტრა)-ტრამპი (ინგ) 8:10
კოუპი (ინგ)-პადჯეტი (უელ) 10:7
მერფი (ინგ)-კემპბელი (შოტ) 10:1
კარტერი (ინგ)-ჰეროლდი (ინგ) 10:3
უილიამსი (უელ)-დეი (უელ) 10:5
ჯუნჰუ (ჩინ)-ბარნეტი (ინგ) 10:2
ჰენდრი (შოტ)-პერი (ინგ) 10:9

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული