ბალესტეროსი ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო გოლფისტი იყო. ის ფაქტობრივად გოლფის ყვინჯთან ერთად იზრდებოდა, რადგან მისი ბაბუა პროფესიონალი იყო იმ გოლფ-კლუბში, სადაც სევერიანო პირველ ნაბიჯებს დგამდა სპორტის ამ სახეობაში.
1973 წელს, 16 წლის ასაკში ბალესტეროსი პროფესიონალი გოლფისტი გახდა. ე. წ. "მეიჯორის" პირველი ტიტული მან 1979 წელს მოიგო - ტურნირ Open-ის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული
1997 წლიდან მოყოლებული ბალესტეროსის თამაშში ჩავარდნა დაიწყო. თავად გოლფისტი ზურგის ტკივილს უჩიოდა. ამავდროულად, იმავე წელს ესპანელი ევროპის ნაკრების კაპიტნად დანიშნეს და მისმა გუნდმა ესპანეთში რაიდერის თასი მოიგო. მკურნალობის მიუხედავად, სევერიანომ ვერ შეძლო ძველი ფორმის დაბრუნება.
1999 წელს მან განაცხადა, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობს გოლფს და ოფიციალურად მიდის დიდი სპორტიდან.