ტრაგედიით დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტულ საუნაში (!!!). ამ უცნაურ სპორტის სახეობაში პლანეტის პირველობა ფინეთის ქალაქ ჰეინოლაში (138 კილომეტრი ჰელსინკიდან) გაიმართა და სასიკვდილო შემთხვევა ფინალურ დუელში დაფიქსირდა.
ჩემპიონატმა შეიწირა რუსი ვლადიმერ ლადიჟენსკი, რომელიც ფინალში მასპინძელ ტიმო კაუკონენს ხვდებოდა. ორივე "სპორტსმენმა" ფინალის შემდეგ ცუდად იგრძნო თავი და ისინი საავადმყოფოში გაიყვანეს. მოგვიანებით რუსი გარდაიცვალა, კაუკონენი კი, რომელიც ამ ჩემპიონატზე ტიტულს იცავდა, ამჟამადაც კლინიკაში იმყოფებდა.
ჩემპიონატის ორგანიზატორთა თქმით, ადგილზე პოლიცია მივიდა და ინციდენტის დეტალების გამოძიება დაიწყო. ამასთან, მასპინძელმა მხარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ტურნირის
სპორტულ საუნაში მსოფლიოს ჩემპიონატი 1999 წლიდან ტარდება. წესების თანახმად, გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე დიდხანს გაჩერდება საუნაში, რომელშიც ტემპერატური 110 გრადუსს აღწევს.
ლელო