საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნულმა ფედერაციამ და სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია "თელამ" გუშინ ახალსახლობა იზეიმა - მუშტაიდის ბაღიდან წერეთლის გამზირის 126-ე ნომერში გადავიდა. პრეზენტაცია და მეჯლისი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახალ დარბაზში გაიმართა .
ზეიმზე წარმოადგინეს პოპულარული სპორტული ცეკვები, საღამო კი ქართული ცეკვებითაც გალამაზდა. საგულისხმოა, რომ სპორტული ცეკვების სოლიდურ ასპარეზობებში, რომლებიც თბილისში ხშირად ტარდება, ქართული ცეკვები სულ უფრო აქტიურად იმკვიდრებს ადგილს.
თენგიზ თომაშვილიყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"