"ასეთი თამაშების გამართვაზე სამი წელიწადი ვფიქრობდი. უფლისციხე იძლევა იმის საშუალებას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებმა, სხვადასხვა ინტერპრეტაციით მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. თანაც ყველაფერთან ერთად აქ ხომ უბრალოდ მოსანახულებელიც ბევრია და ჩვენი ქვეყნის ისტორიის უძველესი პერიოდი ცოცხლდება" - გვითხრა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ზურაბ სადაღაშვილმა. მის იდეას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორცი შეესხა.
სააგენტოს
საუკეთესო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გუნდი იყო, მათ მცირედით ჩამორჩნენ თბილისის მერიისა და უფლისციხის გუნდები. გამარჯვებული და პრიზიორები თავად ნიკა ვაჩეიშვილმა დააჯილდოვა. სასიამოვნოა, რომ ასეთი ღონისძიების სამომავლოდ გამართვით საჯარო სკოლებიც დაინტერესდნენ.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მომავალში შეჯიბრება უფრო მრავალფეროვანი შეიძლება გახდეს, დაემატოს ნაქალაქარის ქვემოთ, მტკვარგაღმა მცირე კუნძულებზე გადაცურვა ან ნავებით გადალახვა. "მხარდაჭერით ასპარეზობა უფრო საინტერესო და სანახობრივი გახდება და შეიძლება პოპულარული ტელე-თამაშის "ბოიარის ციხესიმაგრესაც" დაემსგავსოს" - ამბობს მუზეუმის დირექტორი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"