ნახევარფინალური მატჩები სხვადასხვა სცენარით წარიმართა. ჯად ტრამპმა ყოველგვარი გართულების გარეშე გაიარა სელბის ბარიერი - ის 4:1 დაამარცხა. ნილ რობერტსონს კი სერიოზული ბრძოლა მოუწია ფინალში გასასვლელად. ის ჩრდილოირლანდიელ მარკ ალენს ხვდებოდა. ამ ნახევარფინალში გადამწყვეტი მატჩის საგზური ბოლო, მეშვიდე ფრეიმში გათამაშდა.
ისე ჩანდა, რომ სწორედ ტრამპს უნდა ეგრძნო ფინალში თავი კომფორტულად, რადგან წინა შეხვედრაში ნაკლები ენერგია დახარჯა. მაგრამ ნილ რობერსტონმა არ დაუშვა
ფინალური მატჩი ტრამპისთვის მშვიდად დაიწყო. მას შემდეგ, რაც რობერტსონმა მოიგო სადებიუტო ფრეიმი, ჯადმა ანგარიში გაათანაბრა და ბრძოლის გასაგრძელებლად მზადყოფნა გამოთქვა. მაგრამ ბრძოლა აღარ ყოფილა. ნილმა მართლაც სტაბილური და დამაჯერებელი თამაში აჩვენა. ბრიტანეთის ჩემპიონატში, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართება, სწორედ რობერტსონი იქნება ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი.
ჯერჯერობით ამ სეზონში მის აქტივში აღნიშნული სერიის ორი ტიტული მოდის.
პროფესიული ტურის შემდეგი ეტაპი 10-13 ნოემბერს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"