ვერცხლი ბირმინგემიდან

AutoSharing Option
გუშინ ბრიტანული ბირმინგემიდან სასიხარულო ცნობა მივიღეთ - ახალგაზრდა ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს პირველობაზე ნანა გოგაშვილმა და თამუნა კაკაშვილმა 17-18-წლიანთა სინქრონულ ხტომებში 44.000 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ჩვენს გოგონებს 0.700 ქულით აჯობეს და პირველ ადგილზე გავიდნენ ბელარუსები - ლონი და ზაიცავა. 43.900 ქულით მე-3 ადგილი იაპონელებს - ოტანისა და ცუნოდას ხვდათ.

ქართველმა სპორტსმენებმა საკვალიფიკაციო ეტაპზეც კარგად იასპარეზეს - 42.600 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს. პირველ-მეორე ადგილები ბელარუსებმა და იაპონელებმა გაიყვეს. ფინალში რაც მოხდა, უკვე გაუწყეთ.

დღეს მედლებისთვის ბრძოლაში 13-14-წლიანები ჩაებმებიან. ჩვენი ქვეყნის სპორტულ
ღირსებას 12-წლიანებში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილი, თეონა ჯანჯღავა (ისინი სინქრონულ ხტომებშიც გამოვლენ) და ზურაბ ნოზაძე დაიცავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული