ქართველი მკლავჭიდელების მედლები მსოფლიოს ჩემპიონატიდან

AutoSharing Option
ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში, საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 მედალი მოიპოვეს.

110 კგ-ში მემარცხენეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა - გენადი კვიკვინიამ. 100 კგ-ში მემარჯვენეებს შორის ვერცხლის მედალი აიღო ვასილ დაუთაშვილმა, ხოლო 70 კგ-ში ასევე მემარჯვენეებს შორის კი ბრინჯაო ალექსანდრე აბუთიძემ მოიპოვა.

ქართველი მკლავჭიდელები ყაზახეთიდან 4 დეკემბერს დაბრუნდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებს ფედერაციის ხელმძღვანელობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამნისტროში გასამართ პრესკონფერენციაზე შეაფასებს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული