110 კგ-ში მემარცხენეებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა - გენადი კვიკვინიამ. 100 კგ-ში მემარჯვენეებს შორის ვერცხლის მედალი აიღო ვასილ დაუთაშვილმა, ხოლო 70 კგ-ში ასევე მემარჯვენეებს შორის კი ბრინჯაო ალექსანდრე აბუთიძემ მოიპოვა.
ქართველი მკლავჭიდელები ყაზახეთიდან 4 დეკემბერს დაბრუნდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებს ფედერაციის ხელმძღვანელობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამნისტროში გასამართ პრესკონფერენციაზე შეაფასებს.
msy.gov.ge