ჟიულ ვერნი იამაყებდა

AutoSharing Option
ფრანგი იახტსმენები ჟიულ ვერნის პრიზის მფლობელები გახდნენ - ეს ჯილდო გადაეცემა აფრიანი გემის ეკიპაჟს, რომელიც ყველაზე სწრაფად იმოგზაურებს დედამიწის გარშემო. კაპიტან ლოიკ პეირონის გუნდმა დედამიწას 45 დღეში, 13 საათში, 42 წუთსა და 53 წამში შემოუარა.

ტრიმარან Banque Populaire V-ის ეკიპაჟი 14 ადამიანისგან შედგებოდა, რომელთაგანაც უმრავლესობა ფრანგები იყვნენ. მათ თითქმის სამი დღით გააუმჯობესეს წინა რეკორდი, რომელიც 2010 წელს იყო დამყარებული. სარეკორდო მოგზაურობა 2011 წლის 22 ნოემბერს დაიწყო.

დედამიწის გარმეშო მოგზაურობისას პეირონის გუნდმა კიდევ რამდენიმე რეკორდი დაამყარა. მაგალითად, ტრიმარანმა სარეკორდო დროში დაფარა
დისტანცია სტარტიდან ეკვატორამდე.

ჟიულ ვერნის პრიზი 1993 წლიდან გადაეცემა. სწორედ ამ წელს პირველად შემოუარეს იახტით დედამიწას 80 დღეზე (80 დღე დასჭირდა ჟიულ ვერნის რომანის გმირს ფილეას ფოგს ანალოგიური მოგზაურობისთვის) ნაკლებ დროში. ისტორიაში თითქმის ყველა რეკორდსმენი ფრანგია, ხოლო პრიზის პირველი მფლობელი გახდა ბრუნო პეირონი - Banque Populaire V-ის კაპიტნის ძმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული