ეს სახეობა ჩვენი ქვეყნისთვის ახალია, თუმცა სწრაფად ვითარდება და საქართველოში დღესდღეობით უნივერსალური ორთაბრძოლების უკვე ათამდე კლუბი ფუნქციონირებს სხვადასხვა ქალაქში.
პირველი ჩემპიონატი ოთხ ეტაპად იყო დაყოფილი. თავდაპირველად, რამდენიმე თვის წინათ, ასპარეზობა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.
მეორე ეტაპი ქუთაისში გაიმართა, მესამე - თბილისში. ფინალურ ეტაპზე გორში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში 9 ორთაბრძოლა შედგა, ბოლოს კი ქართველმა სპორტსმენებმა სამი სარეიტინგო
შეჯიბრების დასაწყისში, დარბაზში მრავლად შეკრებილმა მაყურებელმა ჯერ სადებიუტო ორთაბრძოლებს ადევნა თვალი, რომელშიც ზვიად ლაზიშვილმა მოუგო თორნიკე თოთლაძეს (65 კგ), გიორგი ტაბატაძემ - გიორგი ხაჩიშვილს სძლია (70 კგ), შოთა ბეთლემიძისა და ბექა მიგრიაულის შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა.
შემდეგ ჩატარდა ბრძოლებში მესამე ადგილისათვის და საჩემპიონო ორთაბრძოლები, რომლის მიხედვითაც კვარცხლბეკი ასე განლაგდა: 65 კგ. 1. გელა ბარათაშვილი, 2. რამაზ ბებნაძე, 3. მერაბ დვალიშვილი; 70 კგ. 1. ლევან მაყაშვილი, 2. რაულ თუთარაული; 77 კგ. 1. ლევან მათიაშვილი, 2. ზვიად ქობალია, 3. შოთა აკულაშვილი; 84 კგ: 1. გიორგი ბუტიკაშვილი, 2. გიორგი ქველაძე.
ბოლოს "სუპერბრძოლებად" წოდებულ სარეიტინგო ორთაბრძოლებში ნოდარ კუდუხაშვილმა დაამარცხა მარკუს ვორელი (84 კგ), ემზარ ტეყეშელაშვილმა შაულ ნაშერი (93 კგ) და გიორგი სეთურიძემ დერეკ ბლექსნერი (+93 კგ).
ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ორგანიზატორები ადგილზე იყვნენ გორის მუნიციპალიტეტი, გორის უნივერსალურ ორთაბრძოლათა კლუბ "გორი ფაითის" ხელმძღვანელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი კრივში ბექა ლობჟანიძე და უნივერსალური ორთაბრძოლების ფედერაციის შიდა ქართლის ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი.
გაზაფხულიდან საქართველოს უნივერსალური ორთაბრძოლების ფედერაცია საქართველოს ახალ ჩემპიონატს დაიწყებს. მოქმედი ჩემპიონები კი საზღვარგარეთ განაგრძობენ სარეიტინგო პაექრობების გამართვას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"