ასე იყო ამჯერადაც საქართველოს პირველობაზე, სადაც ოსტატთა პროგრამით სხვადასხვა კუთხის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მართალია, გოლოვინა და კოშკაძე ტრავმების გამო ორ თვეზე მეტია, მთელი დატვირთვით ვერ ვარჯიშობენ, მაგრამ მათთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა მაინც ვერავინ შეძლო, თუმცა ორთაბრძოლები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
ლუბამ ოქროს მედალი 52,04 ქულით მოიპოვა. ვერცხლის მედალი
ლუბა გოლოვინა:"წელის ტკივილის გამო ბევრი დრო გამიცდა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვიბრუნებ სპორტულ ფორმას. დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე უკეთ მოვემზადები კონტინენტის ჩემპიონატისთვის, რომელიც 10 აპრილს დაიწყება სანკტ-პეტერბურგში.
ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობა მაქვს მოპოვებული, უფროსებში კი მხოლოდ ერთხელ ვიასპარეზე 2007 წელს და მეცხრე ადგილი დავიკავე. მართალია, წლევანდელი შეჯიბრება ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად უნდა გამოვიყენო, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მედლებისთვის არ ვიბრძოლებ. ევროპის შემდეგ ივნისში მსოფლიოს თასის ორ ეტაპზეც გამოვალ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ლონდონში პეკინის შედეგი გავაუმჯობესო".
თენგიზ კოშკაძე:"შარშან კანადის თასზე მეორე, მსოფლიოს თასზე კი მეექვსე ადგილი დავიკავე. კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ ზედ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მძიმე ტრავმა მივიღე და ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრის ოცნება აუხდენელი დამრჩა. ჯერ 25 წლის ვარ და იმედებს არ ვკარგავ. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ინტენსიური ვარჯიში განვაახლე. ევროპის ჩემპიონატზე, ვფიქრობ, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა შემიძლია".
ბატუტზე მხტომელთა საქართველოს ნაკრები ახლა დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე საწვრთნელ შეკრებაზეა. სანკტ-პეტერბურგს 9 აპრილს გაემგზავრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"