ბატუტზე ხტომა: ანა ოდიშვილი პირადშიც ფინალშია

AutoSharing Option
რუსულ სანკტ-პეტერბურგში გრძელდება ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატი. 12 აპრილს სარბიელზე ახალგაზრდები გამოვიდნენ ინდივიდუალურ ხტომებში.

ქართველთაგან ოთხმა სპორტსმენმა იასპარეზა. განსაკუთრებით იყოჩაღა 13 წლის ანა ოდიშვილმა, რომელიც 12-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონია. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 92.240 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და 14 აპრილს ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. მას უკრაინელმა ალინა ტკაჩოვამ (93 200) და ბელარუსმა ლიზავეტა კაზლოვამ (92 325) გაუსწრეს. ნანა გოგაშვილმა (87 795) 26-ე ადგილი დაიკავა, 69 405 ქულით 43-ე იყო თეონა ჯანჯღავა, ხოლო ვაჟებში ზურაბ ნოზაძე (58 740) 44-ე ადგილით დაკმაყოფილდა.
დღეს
შეჯიბრებაში ჩაებმებიან პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი ლუბა გოლოვინა, თამარ კაკაშვილი და თენგიზ კოშკაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული